ხელშეკრულება

მანქანის დაქირავებისთვის აუცილებელია ქვემოთ მოყვანილი ხელშეკრულების გაფორმება

გაეცანით ხელშეკრულებას

ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება
ქ. __________ -- --/-- --/ 2017წელი
ერთის მხრივ, ი.მ.: თუთიაშვილი რევაზ (599 620774), მისამართი: გულრიფშის 23, საიდენტიფიკაციო ნომერი: 01012000643. შემდგომ, ხელშეკრულების ტექსტში - გამქირავებელი და მეორეს მხრივ, მოქალაქე _______________ (შემდგომ ხელშეკრულების ტექსტში - დამქირავებელი, რეგისტრირებული მისამართზე _______________, რომლის პირადი # ______________ გაცემული _____________________ მიერ __________________ წელს.

ვთანხმდებით და ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1.ხელშეკრულების საგანი
1.1 გამქირავებელი გადასცემს დამქირავებელს დროებით სარგებლობისა და ექსპლუატაციისათვის __________ მარკის ავტომობილს, __________ წლის გამოშვება, სახელმწოფო N __________ ტექნიკური პასპორტი N __________.
1.2 დამქირავებელი, თავის მხრივ ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს წინამდებარე ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა და ქირავნობის ვადის გასვლის შემდეგ დაუბრუნოს მას ავტომობილი.
2.ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი და ძალაში შესვლის პირობები
2.1 ხელშეკრულება იდება _____ ვადით,_____ დან_____ მდე.
2.2 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
3.ქირა
3.1.წინამდებარე ხელშეკრულებით, დამქირავებლის მიერ ავტომობილით სარგებლობისთვის განისაზღვრება ქირა დღეში _____ ოდენობით.
3.2. ქირა გადახდილ უნდა იქნეს ______ ოდენობით და დეპოზიტის(საგარანტიო) სახით ________ ოდენობით( წინასწარ).
4.მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
4.1. გამქირავებელს უფლება აქვს:
4.1.1. მოითხოვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ქირის დათქმულ დროს გადახდა.
4.1.2. დამქირავებელს წაუყენოს პრეტენზიები ახალი დაზიანებების არსებობის შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ღირებულების საფასურის ოდენობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ეს დაზიანებები სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნილებებს არ შეესატყვისება.
4.1.3.მოითხოვოს ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ გაქირავებული ნივთის უკან დაბრუნება. ასევე დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
4.1.4 მოშალოს ხელშეკრულება ვადამდე, თუ დამქირავებელი გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს.
4.2 გამქირავებელი ვალდებულია:
4.2.1. გადასცეს დამქირავებელს ავტომობილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში.
4.3.დამქირავებელს უფლება აქვს:
4.4.1. გამქირავებლის მიერ თავისი ვალდებულებების დარღვევისას, წერილობით მოითხოვოს გამქირავებლისგან ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.5. დამქირავებელი ვალდებულია:
4.5.1. ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს გამქირავებელს ავტომანქანა იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით.
4.5.2. წარმოდგინოს მართვის მოწმობა.
4.5.3. დროულად (წინასწარ) გადაიხადოს ქირა.
4.5.4. წინასწარ შეატყობინოს კომპანიას ავტომობილით დროებით სარგებლობის ვადის გადაცილების შესახებ.
4.5.5. ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ან გასაღების დაკარგვის შემთხვევაში გადაიხადოს ჯარიმა ___ ოდენობით.
4.5.6. დააბრუნოს ავტომობილი ბენზინის იმ რაოდენობით, რაც იყო გაცემისას.
4.5.7. აანაზღაუროს ავტომობილის არასწორი ექსპლოატირებით გამოწვეული დაზიანებების სარემონტო სამუშაოები.
4.5.8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სადაზღვევოს, პატრულს და გამქირავებელს
4.5.9. ავტო-საგზაო შემთხვევისას აანაზღაუროს ზარალი, იმ შემთხვევაში თუ იგი იმყოფებოდა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა.
5.1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2.ქირავნობის ვადის დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ავტომობილის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის დამქირავებელი უხდის გამქირავებელს ჯარიმას ______ ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6. სადაო საკითხების გადაწყვეტა
6.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით . შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა სასამართლოს.
9.4. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება გამქირავებელთან, მეორე-დამქირავებელთან.
9.5. მხარეები თანხმდებიან, რომ წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულება და სრულად ეთანხმებიან მას.
საპატრულო პოლიცია TEL: 112 დაზღვევა TEL: 322 444 999 (ალდაგი)
10. მხარეეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
გამქირავებელი ------------
-------------------
ბანკი: პროკრედიტ ბანკი
ბანკის კოდი: MIBGGE22
ა/ა GE84PC0093600100013812
დამქირავებელი ------------
---------------------------------

www.carsforrent.ge